სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

უნდა შეუსრულონ თუ არა მშობლებმა ბავშვებს ყველა სურვილი? - ფსიქოლოგი გვირჩევს
03-01-2021
-
+


მშობლებისთვის მცირეწლოვანი შვილების სურვილები ხშირად კანონია. სპეციალისტების თქმით კი, როგორც ყველაფერში, აქაც ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. ნებისმიერი თხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებამ ზრდასრულ ასაკში უარყოფითი შედეგიც კი შეიძლება გამოიწვიოს. უფრო ზუსტად ამ თემის შესახებ Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.

- რამდენად სწორია დამოკიდებულება, როცა მშობელი ბავშვის სურვილს დაუყოვნებლივ ასრულებს?


- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ინტერესი დარჩეს და ყველა მატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას დაუყოვნებლივ არ მიეჩვიოს. მას უნდა ესმოდეს რა დროს იმსახურებს საჩუქრით წახალისებას და რომ ყველა სურვილი უპირობოდ შეიძლება ვერ ასრულდეს. ბავშვისთვის საჭიროა ნებისყოფის გამომუშავება, სხვა შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში იმედგაცრუების გადატანა გაუჭირდებათ.

- როგორ დაიცვას მშობელმა ოქროს შუალედი? რა შემთხვევაში უნდა უთხრას შვილს „არა“ და რა ფორმით?

- მშობლის „არა“ უნდა იყოს გააზრებული, მიზანმიმართული და დროული. ყველა ოჯახში განსხვავებული დამოკიდებულებები და ურთიერთობებია. მშობელი უნდა ხვდებოდეს როდის ცდილობს ბავშვი მანიპულირებას და უარს არ იღებს. ასეთ დროს აუცილებელია მშობელი დარჩეს თავის პოზიციაზე და არ დაკარგოს თავდაჯერებულობა, ამასთან  უარი არ უნდა იყოს აგრესიით და დასჯის ტონით ნათქვამი. ასეთი უარი ყოველთვის გაღიზიანებას იწვევს და რთულად მისაღებია.

- მნიშვნელოვანია თუ არა ბავშვი  საჩუქარს, როგორც ჯილდოს ისე მივაჩვიოთ?

- დიახ, კარგია ბავშვის ამგვარად დაჯილდოება, მაგრამ ამას ყოველდღიური სახე არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ქცევის პოზიტიურად განმტკიცება. საჩუქრების გარდა ბავშვებს მოსწონთ მათი საყვარელი აქტივობები, გასართობი ცენტრები და ა.შ. ჩემი რეკომენდაცია იქნება მშობლები ჯილდოდ ხშირად ნუ გამოიყენებენ ტკბილეულს და საკვებ პროდუქტებს. ეს ხელს უწყობს მათში კვებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც ზრდასრულობაში შემდეგნაირად გამოიყურება: „რაღაც წარმატებას მივაღწიე, კარგად ვარ და რატომღაც მინდება ჭამა. ან, მაკლია ეს დადებითი ემოცია და ამ დადებითი ემოციების ჩანაცვლების მიზნით გაუცნობიერებლად ვიწყებ ჭამას“. ეს დამოკიდებულება კარგადაა გამოხატული ჭარბი წონის მქონე ადამიანებში, მათ შორის ბავშვებში და მოზარდებში, ამიტომ გასათვალისწინებელია.

- ახალი წელი მოდის. ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი საჩუქრების და სიურპრიზების დროა. როგორ ვაჩუქოთ პატარას რამე ამ პერიოდში, რომ მის ცნობიერებაში დადებითად აისახოს?


- საჩუქრები ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ახალ წელს ყველა საჩუქარს ელოდება და მშობლებმა უნდა აჩუქონ ის, რასაც ისინი ითხოვენ და არა, რასაც მშობელი უკეთესად მიიჩნევს. ძალიან ხშირად ხდება, რომ მშობლები საკუთარი სურვილების ასრულებას  ბავშვების დახმარებით იწყებენ, რაც არასწორია. შემდეგ ეს შვილები იგივეს გააკეთებენ მათ შვილებთან და რა გამოდის? ერთმანეთის სურვილებით ვცდილობთ გაბედნიერებას?! არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით შეიგრძნობს ნამდვილ ბედნიერებას. მშობლის პიროვნული ბედნიერებისათვის შვილების ბედნიერება საკმარისი არაა, ამიტომ ვაჩუქოთ ბავშვებს ის, რაც მათ სურთ.

- და ბოლოს, „თოვლის პაპა“ - რა ასაკამდე დავუტოვოთ ბავშვს „საიდუმლოდ“, რომ ის არ არსებობს?

- „თოვლის პაპის“ არარსებობას როგორც წესი თავისთავად ხვდებიან ბავშვები ასაკის მატებასთან ერთად. ალბათ არ იქნება სწორი თუ მშობელი თუნდაც დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვს პირდაპირ ეტყვის, რომ  თოვლის პაპა არ არსებობს (თუ მას ჯერ კიდევ სჯერა მისი არსებობა). ამით შეიძლება უეცრად დიდი იმედგაცრუება ვაგრძნობინოთ შვილებს. ამის პარალელურად არსებობს მეორე ალტერნატივა, როდესაც ბავშვი აზროვნების განვითარებასთან ერთად, თავად ხვდება რომ „თოვლის პაპა“ რეალურად არ არსებობს. ეს უკეთესი გამოსავალია და ამიტომ კონკრეტულ ასაკს არ გამოვყოფ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით“

სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებითა და აქტიური ეკოსაქმიანობით გამოირჩევიან

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება