| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის, ვარხანის საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი სპექტაკლის - Sleeping Beauty („მძინარე მზეთუნახავი“) პრემიერა გაიმართა.
პროექტი „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაიგეგმა და გახნორციელდა.
სპექტაკლში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლის ორგანიზატორის თქმით, მოსწავლეები როლებზე ქასთინგის საშუალებით შეირჩნენ.
„მაქსიმალურად შევეცადე სპექტაკლის მომზადებაში ორივე კლასის მოსწავლეები ყოფილიყვნენ დაკავებული. მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ ნაწარმოები - Sleeping Beauty და გავეცანით მის შინაარს. ქასთინგის საშუალებით მოსწავლეებთან ერთად გავანაწილეთ როლები და დავიწყეთ როლებზე მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ სპექტაკლი იყო ინგლისურენოვანი, ამიტომ ბევრი ვიმუშავეთ ინტონაციისა და აქცენტზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სპექტაკლის მზადების თითოეულ ეტაპზე მოსწავლეები დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართული. სცენის დეკორაციები, კოსტიუმები მათი იდეებით იყო გაჟღენთილი“,-აღნიშნავს სპექტაკლის ორგანიზატორი.
მისი თქმით, სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარება და უცხო ენისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების დახვეწა.
„სპექტაკლმა აჩვენა, რომ მიზანი მიღწეულ იქნა“,-ამბობს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა