სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018 წელს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ომბუდსმენის ანგარიში
07-12-2018
-
+


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2018 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მიმოხილვისას ყურადღებას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია ბავშვთა ჩაგვრის მაჩვენებელი, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები - არასაკმარისი.

ლომჯარიას განცხადებით, 2018 წლის 10 თვეში სახალხო დამცველის აპარატმა ბავშვთა უფლებების დარღვევების 700-მდე ფაქტი შეისწავლა.  

„დადებითი ძვრების მიუხედავად, 2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომაროება. ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლების მასშტაბებს ვერ პასუხობს.

2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ყველაზე მოწყვილად ჯგუფს წარმოადგენს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური.

სახალხო დამცველი არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს“, - აღნიშნულია სახალო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება