TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N20 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ბარისახოელ თანატოლებს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინეს
06-12-2018
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა სოფელ ბარისახოს მოსწავლეებს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „გზა სიარულმა დალია“ წარუდგინეს.

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სკოლის თეატრალურმა კლუბმა, სკოლის დირექტორმა ირმა იჩქიტიძემ, მუსიკის პედაგოგმა მამაია ვეფხოშვილმა და ქორეოგრაფმა ემზარ ბაშარულმა დაგეგმეს და სოფელ ბარისახოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, პოეტ ლელა გაბურის მიპატიჟებით ადგილობრივ მოსწავლეებს წარუდგინეს.

სკოლის თეატრალურ კლუბს ეკა ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, რუსთაველმა ბავშვებმა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს თანატოლების მიმართ. ადგილობრივებმაც ხალისით უმასპინძლეს სტუმრებს. ბავშვებმა წაიკითხეს ხალხური ლექსები, შეასრულეს მთის თემატიკაზე შექმნილი სიმღერები და ცეკვები. 

„გზა მართლაც სიყვარულმა დალია. ეს სიყვარული გაუთბობს გულს მთაში მცხოვრებ ბავშვებსაც და ჩვენი სკოლის მოსწავლეებსაც“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ლიტერატურული კომპოზიცია სკოლის აღსაზრდელებმა რუსთავის N20 სკოლაშიც მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მიწვეული სტუმრებისათვის გაიმეორეს. 

საღამოს ქვემო ქართლის გუბერნიის, რესურსცენტრის, ქალაქის მერიისა და მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლები - კოტე მალანია, ლევანჟვანია, კახა კობერიძე, თამაზ მაისურაძე, ალმარ ლომიძე და ნათელა მუხულიშვილი ესწრებოდნენ.

„საღამომ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ამგვარი ღონისძიებები და სიყვარულით სავსე ატმოსფერო სჭირდებათ ბავშვებს სამომავლო გულთბილი ურთიერთობებისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება