სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს თვითშეფასებას უმაღლებს“ - ამბროლაურში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
03-12-2018
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი:

პროექტს დადებითად ვაფასებთ - უაღრესად ეროვნული და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებულია. ტესტირების პროცესში ყველა სკოლა ჩართული იყო, მერე ეტაპისთვისაც სრული შემართებით ვემზადებით.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ირმა ქურციკიძე:

პირველმა ეტაპმა ობიექტურად და მშვიდად ჩაიარა. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ ბავშვები საკუთარ ცოდნას ამჟღავნებენ. ამ პროექტს ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის მიმართ მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

ჭყვიშის საჯარო სკოლა, დირექტორი ფრიდონ ლეკიშვილი:

ტესტირებაში მონაწილეობა ჩვენი სკოლიდან ერთმა მოსწავლემ მიიღო. მან კარგი ქულა აიღო. „ეტალონი“  ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოწაფეებს  ზოგადი ცოდნის ამაღლებაში ეხმარება. მისით ბავშვები დაინტერესებულნი არიან.

ჭყვიშის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ფიქრია ჯანელიძე:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. მოსწავლემ დამოუკიდებლად იმუშავა. „ეტალონი“  ძალიან კარგი პროექტია, რადგან მათ თვითშეფასებას უმაღლებს.

ტოლის საჯარო სკოლა, დირექტორი დარეჯან ჭარბაძე:

ტესტირებამ კარგად, ობიექტურად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვისაც ემზადებიან.  „ეტალონით“ ისინი ყველა საგანში თავის ცოდნას არკვევენ და დამატებით ინფორმაციას იღებენ.

ტოლის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ცირა კახიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მას 2 მოსწავლე დაესწრო. მოწაფეებს გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით. „ეტალონით“ მოწაფეები საკუთარ ცოდნას გამოავლენენ.

ჭრებალოს საჯარო სკოლა, დირექტორი მაკა ვაწაძე:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. ეს პროექტი ბავშვებს მოტივაციას აძლევს, რომ  კარგად ისწავლონ. ასევე, დამატებით ინფორმაციას მოიძიებენ.

ჭრებალოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლალი ჭიღვარია:

მოსწავლეები ტესტირების პროცესში მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ. სულ 28-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ მოწაფეები საკუთარი ცოდნის მობილიზებას ახერხებენ. აღვნიშნავ, რომ გვყავდა წინა წელს გვყავდა „ეტალონის“ ტიტულის მფლობელი მოსწავლე, რომელიც სხვებისთვის მაგალითი და მოტივატორი გახდა.

ჟოშხის საჯარო სკოლა, დირექტორი გაიოზ ჯინჭარაძე:

ტესტირების პროცესს 1 მოსწავლე დაესწრო. მას შესანიშნავი  განწყობა ჰქონდა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ ძალიან კარგი,  მოტივატორი პროექტია, რომელიც მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავს.

ჟოშხის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ჯაფარიძე:

ტესტირების პროცესმა ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მოსწავლემ  აღნიშნა, რომ  კითხვები საინტერესო იყო. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის სიახლის და გამოცდილების მომტანია.

ბუგეულის საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა დარახველიძე:

პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ვემზადებით მეორე ეტაპისთვის. „ეტალონი“  სასარგებლოა მოსწავლეებისთვის, რადგან მათ სწავლის მოტივაციას აძლევს.

ბუგეულის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი კობა ჭელიძე:

ტესტირებამ  მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთნენ. მანამდე სულ კითხულობდნენ თუ როდის დაიწყებოდა.

პატარა ონის საჯარო სკოლა, დირექტორი ლევან ჭელიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მას ენთუზიაზმით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. პროექტი ძალიან კარგია,  მოსწავლეებში  ძალიან დიდი მოტივაცია აღძრა. მათ ზოგადი განათლების მიმართ მეტი ინტერესი უჩნდებათ.

პატარა ონის საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი სოფიკო სამარგულიანი:

ტესტირებამ კარგად  ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილნი არიან. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონით“ მოწაფეები საკუთარ თავს გამოცდიან და ხვდებიან თუ სად სჭირდებათ მეტი მუშაობა.

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მინდია ცხვედიანი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. 35-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, აქედან  ბარიერი 27-მა გადალახა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს ეს პროექტი მოსწონთ. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და მეტი ცოდნა მიიღონ.

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ბეშიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ეს პროექტი ძალიან კარგია - მოსწავლეები უფრო წარმატებული და სწავლის მიმართ მოტივირებულნი ხდებიან.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება