სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფრეთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება „ფერადი შემოდგომა“ ჩატარდა
30-11-2018
-
+


ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები გაიმართა. სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო შემოდგომის კუთხე, ამოავლეს ჩურჩხელები და სკოლაშივე მოხარშეს გოგრა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შემოდგომასთან დაკავშირებული ნახატების და თემების გამოფენა, ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“. აღსანიშნავია ის, რომ მოსწავლეთა ნაშრომებზე მათი სახელები და გვარები არ იყო მითითებული, დამთვალიერებელს კი შეეძლო ფარული კენჭისყრით აერჩია სასურველი ნაშრომი. არჩევანი გააკეთეს, როგორც მასწავლებლებმა ასევე მშობლებმა.

ღონისძიების თითოეულ მოსწავლეს გადაეცა ღონისძიებაში მონაწილეობის სიგელი. საუკეთესო თემისა და ნახატის ავტორად დასახელდა ოფრეთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ქრისტინე ლავრენტიევა , მანვე გაიმარჯვა ინტელექტუალურ თამაშში და დამსახურებულად მოიპოვა სკოლის „ყველაზე ჭკვიანი“ მოსწავლის სტატუსი.
 
სკოლის დირექცია გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს ქართულის, როგორ მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელს თინა ბაწაშვილსა და ხელოვნების პედაგოგს ვლადიმერ მელაშვილს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება