სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა
29-11-2018
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა. 

ღონისძიებას ორგანიზება ია ჟონჟოლაძემ გაუწია. 

კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ I-XII კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები. 

თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკონკურსო თემასთან დაკავშირებული ნომრები, ხელთნაკეთი ნივთები, სიმღერები, ცეკვები და ლექსები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის თითოეული მონაწილე კლასი იმდენად კარგად წარსდგა ჟიურის წინაშე, რომ მათ I, II და III ადგილზე გასული კლასის გამოვლენა გაუჭირდათ და სხვადასხვა ნომინაციაში ყველა კლასი დაჯილდოვდა. 

I კლასი დაჯილდოვდა შემოდგომის სურათის მრავალფეროვნად წარმოჩენისთვის, IIა  კლასი - საუკეთესო ხელნაკეთი კომპოზიციების წარდგენისთვის, IIბ კლასი - შემოდგომის ტრადიციულად წარმოდგენისთვის, IIIა კლასი - შემოდგომის ფერების ყველაზე ორგანიზებულად წარმოდგენისთვის, IIIბ  კლასი - თვითშემოქმედებით წარმოდგენისთვის, IV კლასი - თემატურად სრულყოფილი შემოდგომის სურათის შექმნისთვის და საუკეთესო ფოლკლორით და ქორეოგრაფიით წარდგენისთვის, V კლასი - შემოდგომის სურათის მრავალფეროვანი კომპოზიციის წარმოდგენისთვის, VI კლასი - ყველაზე ორიგინალურობით, VII კლასი - ყველაზე თეატრალიზირობისთვის, VIII კლასი საუკეთესო ფოლკლორული  და ქორეოგრაფიული ნომრების წარდგენისთვის, IX კლასი ყველაზე მუსიკალურები და ხელმარჯვეები, X კლასი საუკეთესო ნახატების წარდგენისთვის, XI კლასი მხატვრულად  წარდგენისთვის, XII კლასი კი - ორიგინალური კომპოზიციისთვის - „ტკბილი შემოდგომა“.

„მათ ერთიანი ძალისხმევით ააჭრელეს და გააცოცხლეს სკოლის ეზო. „შემოდგომის ფერების“ პრეზენტაციამ ლამაზად ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება