სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფცის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა შემოდგომა ლექსებითა და სიმღერებით გააცილეს
22-11-2018
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის, ფცის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ელიზა ოსაძის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება - „მიბრძანდება შემოდგომა“ გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და ცოდნა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ყველადრო, განსაკუთრებით კი ბარაქიანი შემოდგომა თითოეული ოჯახისათვის.

მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს და მათ სარგებლიანობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადრება გაამახვილეს ჩურჩხელის დამზადების პროცესზე. ისაუბრეს შემოდგომის ხილზეც, განსაკუთრებით ვაშლი აღნიშნეს, რადგან წელს ვაშლის დიდი მოსავალი მიიღეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე  გააკეთეს ჩანახატები - „ჩემი თვალით დანახული შემოდგომა“, ისაუბრეს შემოდგომის მრავალფეროვნებაზე, შემდეგ კი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. 

„მოსწავლეებმა ისაუბრეს შემოდგომის ფერებსა და მის სილამაზეზე, ბავშვები უყურებდნენ როგორ ფარფატით ცვიოდა ხიდან ფოთოლი, როგორ დასევდიანდა ბუნება. ისაუბრეს აგრეთვესიცივისაგან მობუზულ ფრინველებზე, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ ნესტიან და ცივ ამინდში. ბოლოს კი შემოდგომა ლექსებით, სიმღერითა და დალოცვით გააცილეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება