სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რა მოსთხოვა ზუგდიდის მოსახლეობამ მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას
21-11-2018
-
+


სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში სახალხო, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა. 

დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს პორტალი ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ, „ეტალონის“ პროექტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 


ზუგდიდში, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში და სკოლებში გამართული ღონისძიებების დროს, დაისვა შეკითხვა, თუ რატომ აღარ გადის „ეტალონი“ ტელეეთერში. ამ აქტუალური საკითხის სათანადო დონეზე გაჟღერება და მოსახლეობის მოთხოვნის „საზოგადოებრივ მაუყებლამდე“ მიტანა - დაბრუნდეს პოპულარული საგანმანათლებლო-სახალხო გადაცემა „ეტალონი“ „პირველი არხის ეთერში“ - დარბაზში შეკრებილმა საზოგადებამ  ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას მოსთხოვა.

მერაბ ქვარაია:  „ტელეპროექტი „ეტალონი“ ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდობისთვის. მოსახლეობის განწყობა გვიჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, დაბრუნდეს „ეტალონი“ ტელეეთერში. ჯერ კიდევ გასულ წელს საქართველოს პარლამენტის 80-ზე მეტმა დეპუტატმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც მივმართეთ „პირველი არხის“ ხელმძღვანელობას, მომხარიყო „ეტალონის“ დაბრუნება ტელეეთერში.

ზუგდიდში გამართული ამ შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მე კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, გაიზიაროს „ეტალონის“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა, ასევე პარლამენტის დეპუტატების თხოვნა და დააყენოს მსჯელობაზე საკითხი „ეტალონის“ ტელეეთერში დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.


ასევე შეგახსენებთ, რომ „ეტალონის“ ტელეეთერში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერები ოფიციალურად შეაგროვა 34.698 პედაგოგმა და პოპულარული საგანმანათლებლო გადაცემის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაბრუნება მოითხოვა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება