სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო
20-11-2018
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის III ა მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან მანანა მუჩიაშვილთან და მშობლებთან ერთად ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

აღნიშნულმა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის გასვლითმა ღონისძიებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებზე.
 
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში გიდმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თითოეული საკრავის შესახებ და აჩვენა ფილმი, სადაც საკრავი და მისი ხმიანობა იყო ნაჩვენები.

მოსწავლეებმა მუსიკის თეორიაში კარგი ცოდნა გამოავლინეს და მუსიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხზე დამატებითი ინფორმაციაც მიიღეს. ექსკურსიას ესწრებოდა მუსიკის პედაგოგი ლია კირვალიძე. ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის შემდეგ მოსწავლეებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება