სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი 5 770 პედაგოგს მიენიჭა
20-11-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ასრულებს მასწავლებლებისთვის სტატუსების მინიჭებას, რაც განვლილ 2017-2018 წელს პედაგოგების მიერ განხორციელებულ მრავალფეროვან საქმიანობას აჯამებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ცნობით, წელს 822-მა მასწავლებელმა გამოცდების გზით დაადასტურა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

„აპელაციის შედეგად 226 მასწავლებელი ნოემბრიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსთან ერთად გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს“, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა განაცხადა.

ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭათ სტატუსები, იანვარში ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცემათ.

"ასევე მიმდინარეობს მუშაობა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” განვითარებაზე, მეტი აქცენტი უშუალოდ სასწავლო პროცესზე იქნება გადატანილი. აღნიშნული ცვლილებები ამ წლის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც მასწავლებლებს ინფორმაცია ამომწურავად მიეწოდებათ",-ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება