სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნატახტრის საჯარო სკოლაში პროექტი - „ილია ჭავჭავაძე ჩემს რეგიონში“ განხორციელდა
20-11-2018
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნატახტრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „ილია ჭავჭავაძე ჩემს რეგიონში“ განხორციელდა.

პროექტში VII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე გულაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის შემოქმედების სიღრმისეული შესწავლა, ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლიტერატურული, მემორიალური და ისტორიული მასალების გაცნობა, მუზეუმში მოქცევის წესების დაუფლება და მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების უნარების განვითარება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და დუშეთის სასამართლოს ყოფილი შენობა, სადაც ილია ჭავჭავაზე მოსამართლედ მუშაობდა. VII და IX კლასის მოსწავლეებმა დუშეთში ასევე სახლი მოინახულეს, რომელშიც ილია ცხოვრობდა. მათ ასევე ნახეს ბაზალეთის ტბა და ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში, იმყოფებოდნენ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯში, ექსკურსია კი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერებით დააგვირგვინეს.

აღსანიშნავია, რომ დუშეთის სასამართლოს შენობასთან მოსწავლეებმა ნაგებობის სავალალო მდგომარეობის გამო პროტესტი გამოხატეს. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფი მუზეუმში კი IX კლასის მოსწავლეებმა გიდის ფუნქცია შეითავსეს.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სხვადასხვა ნომინაციაში მადლობის სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება