სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა
19-11-2018
-
+


19 ნოემბერს მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

როგორც საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და აღზრდის ნაცვლად, მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.

"უფროსები ხშირად იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს და ამას დისციპლინას ან მკაცრ აღზრდას უწოდებენ. ფიზიკური დასჯა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების დათრგუნვა, მისი უგულებელყოფა - ძალადობაა.

ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და აღზრდის ნაცვლად, მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. მკაცრი აღზრდის ალტერნატივა პოზიტიური მშობლობაა:

  • მოერიდეთ ბავშვთან ძალის დემონსტრირებას
  • აკონტროლეთ საკუთარი ბრაზი
  • თუ ბავშვი ცუდად იქცევა, განიხილეთ მასთან ერთად, ერთად შეთანხმდით სასურველ ქცევაზე
  • ხშირად შეაქეთ ბავშვი, წაახალისეთ მისაღები ქცევა
  • დაუთმეთ ბავშვს დრო, გქონდეთ მასთან კომუნიკაცია, მოუსმინეთ
  • არ დაგავიწყდეთ, სწორედ მშობლის ქცევაა მისაბაძი ბავშვისათვის

ერთად დავასრულოთ ძალადობა!“-ნათქვამია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება