| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში კვირეული თემაზე „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს: გამხმარი ფოთლებით შექმნეს აპლიკაციები, შემოდგომის ნობათით დაამზადეს დეკორაციები, დახატეს შემოდგომის დღეები.
კვირეულის ბოლოს სკოლის ფოიეში მოეწყო მოსწავლეების ნახატების გამოფენა. პატარების ნამუშევრებმა დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა.
ნამუშევრების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გამოფენის დათვალიერებას მსურველები ორი კვირის განმავლობაში შეძლებენ. კვირეულის ბოლოს გაიმართა ღონისძიება, რომლის დროსაც შედგა პირველკლასელთა დებიუტი სცენაზე. პატარებმა დაახასიათეს ოქროსფერი, ბარაქიანი, მადლიანი შემოდგომა, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ კიდევ ერთხელ მიულოცა მოსწავლეებს შემოდგომის დღესასწაული და კვირეულის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. გამარჯვებულ მოსწავლეთა სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
იხილეთ ფოტოები (დაჯილდოების ფოტოები სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ)
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას