სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თეთრიწყლების საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
19-11-2018
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის, თეთრიწყლების საჯარო სკოლის პედაგოგებმა 2018-2019 საწავლო წელი განახლებული სტატუსით დაიწყეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სტატუსი ფიზიკის პედაგოგმა ლეილა ჯეირანაშვილმა, მათემატიკის მასწავლებელმა ასმათი არაბულმა და მუსიკის მასწავლებელმა ნანი ჩარექიშვილმა აიმაღლეს.

ამჟამად, სკოლას 14 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საწავლო წელი წარმატებით დაიწყეს სკოლის მოსწავლეებმაც. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მე-10 კლასის მოსწავლე ანანო არაბული პორტაბელური კომპიუტერით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ მე-10 კლასში სულ 2 მოსწავლე ირიცხება.

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მდებარეობს ცენტრიდან შორს და მაღალმთიან ზონას მიეკუთვნება სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებსა თუ აქტივობებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება