სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს
16-11-2018
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლალი თეთრაძის ხელძღვანელობით, გაკვეთილის თემის შესაბამისად პროექტზე - „ტყეებს ნუ კაფავ!“ იმუშავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ბუნების სიყვარულის გაღვივებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, თემატური ჩანახატები გააკეთეს, პრეზენტაცია - გამოფენა მოაწყეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. მოსწავლეებმა ასევე სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. 

მოსწავლეებმა აქტივობების ბოლოს გარემოსდაცვითი ლოზუნგები მოიფიქრეს - „ტყეებს ნუ კაფავ, ძმობილო!“, „ტყე ჯანმრთელობის საწინდარია!“, „ტყის ანუ დედამიწის ფილტვების დაცვა!“, „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია!“ და თანატოლებსა და მეგობრებს გარემოსდაცვისკენ მოუწოდეს. იმათ გასაგონად, კი ვინც უმოწყალოდ ჩეხს ტყეს, ხმამაღლა სკანდირებენ: ,,ტყეებს ნუ კაფავ, ძმობილო!“ 

პროექტში მონაწილეობისათვის და მხარდაჭერისათვის მეოთხეკლასელები სკოლის პედაგოგს ირმა ღონღაძეს მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება