სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე პროექტი განახორციელეს
16-11-2018
-
+


ვაკიჯვრის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში პროექტი  „ბულინგი და ჩემი სკოლა“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს: 1. კვლევა კითხვარებით „როგორ გექცევიან თანაკლასელები და თანასკოლელები“ და „როგორ ექცევი თანაკლასელებს და თანასკოლელებს“; 2. ინტერნეტ სივრცეში მოიძიეს თეორიული და ფოტო-მასალა ბავშვზე ძალადობის შესახებ; 3. მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე: „რა არის ბულინგი?“; 4. დაამზადეს ბუკლეტები და პლაკატები ბულინგზე; 5. ინტერნეტში მოიძიეს ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები ბავშვთა ძალადობაზე. 

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სტუმრად მოიწვიეს სკოლის დირექტორი, იურისტი და მშობლებები. 

ღონისძიებას მე-10 კლასის მოსწავლე გ. მდინარაძე უძღვებოდა, ამავე კლასის მოსწავლეებმა ო. მექვაბიშვილმა და ბ. მდინარაძემ კი წარმოადგინეს პრეზენტაცია ბულინგის თემაზე. 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, კითხვებს უპასუხა იურისტმა, ხოლო მოსწავლეებმა აჩვენეს დოკუმენტური ფილმები. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება