სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს
15-11-2018
-
+


თელავის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს. 

ღონისძიებას დაწყებითი კლასების მასწავლებლები ელისო  ღოღაძე, ეთერ გაგანაშვილი და  მარინა ალექსიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებით მორთეს, შემოდგომის კუთხე მოაწყეს და შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე თემატური ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და მინი სპექტაკლები გაითამაშეს.შემდეგ კი მშობლების და ბებიების დახმარებით თათარა მოხარშეს და ჩურჩხელები ამოავლეს. ღონისძიების ბოლოს კი საკუთარი ნახელავი დააგემოვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ძალიან ლამაზი, საინტერესო  და  სახალისო გამოვიდა. როგორც ბავშვები, ისე მშობლები და მოწვეული სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება