სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N3 საჯარო სკოლის გუნდი სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული გახდა
13-11-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში 2018 წლის სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჟიურის გადაწყვეტილებით, სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული გახდა ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის გუნდი, რომლებმაც საკონკურსო ნამუშევარი შექმნეს თემაზე „პარალიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარალიმპიელები“.

მე-2 ადგილი ქუთაისის N40 საჯარო სკოლას, ხოლო მე-3 ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლას ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდის წევრები, ასევე პედაგოგები, დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლევან კიკალიშვილმა.

ღონისძიების დასასრულს სენაკელმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება