სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს მიზანდასახულობას უვითარებს“ - მარტვილში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
31-10-2018
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირება ჩატარდა. წარჩინებული მოწაფეები, რომლებიც „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დაუფლებას ცდილობენ, ახლა უკვე II ეტაპისთვის ემზადებიან. ის 5 დეკემბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენელი მაკა გულორდავა:

ტესტირებაში 38 სკოლა მონაწილეობდა. აღნიშნულში მოსწავლეთა  80 პროცენტზე მეტი ჩაერთო. მათ დიდი მონდომება და მოტივაცია გამოიჩინეს. ყველას  დადებითი განწყობა გვაქვს. მოწაფეებმა კითხვებს თავი წარმატებით გაართვეს. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ცხოვრებისეული გამოცდილებაა და საკუთარი თავის შეფასებას ასწავლის. ყველას  წარმატებას ვუსურვებთ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მურმან წოწორია:

ტესტირებამ, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ ჩაიარა.  ამისთვის მადლობლები ვართ. ვცდილობთ „ეტალონს“ მხარი ავუბათ, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდობას ჰაერივით სჭირდება. ორგანიზატორებს ყველაფრისთვის  მადლობას ვუხდით.

აბედათის საჯარო სკოლა, დირექტორი ანზორ ზარქუა:

ტესტირებამ ობიექტურად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვებს გამარჯვება სურთ და მოტივირებულნი არიან. მეორე ტურში მონაწილეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ მათ სწავლის მიმართ ინტერესს უღვივებს, ასევე, კონკურენციასა და გამარჯვებისკენ სწრაფვას ასწავლის.

ბანძის საჯარო სკოლა, დირექტორი დონალდ ძაგანია:

ტესტირებამ მშვიდ პირობებში ჩაიარა. მონაწილეობის სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. ისინი პროცესით კმაყოფილები დარჩნენ და ტესტირების მერე აანალიზებდნენ, თუ სად და რატომ დაუშვეს შეცდომა. ამიტომ არის ეს პროექტი საინტერესო და არამარტო მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც მოსწონთ. მეორე ტურისთვის ვემზადებით და მონაწილეებს დიდი ინტერესით ვუგულშემატკივრებთ.

ბანძის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ კაკულია:

ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში მონაწილეობა 22-მა მოსწავლემ მიიღო. მათ საკმაოდ კარგი ქულები მოიპოვეს. მოტივაცია დიდი ჰქონდათ და მოსწავლეებს გამარჯვების სურვილი და ამბიცია აქვთ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოწაფეებს მათ შესაძლებლობებზე აფიქრებს, ხვდებიან თუ რა მხრივ სჭირდებათ ცოდნისა და უნარების გაღრმავება.

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი დავით  ნაჭყებია:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეებმა პროცესით დაინტერესდნენ. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. რაც შეეხება მეორე ტურს, 5 მოსწავლე გადავიდა და მათ ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ.

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნატრული ჯღარკავა:


ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში მონაწილეობა საკმაოდ ბევრმა მოსწავლემ მიიღო. კარგი ქულებიც დაიწერა. ბავშვებს ეს პროექტი ძალიან მოსწონთ. ყველას იმედი აქვს, რომ ფინალში მოხვდება და გაიმარჯვებს. მოწაფეების ნაწილი მეორე ტურშიც გადავიდა და მათ აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ ცოდნის, გადახალისების, მოტივაციის წყაროა.

ნაგებერაოს საჯარო სკოლა, დირექტორი თემურ დანელია:

ტესტირებამ, როგორც წინა წლებში, ახლაც მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები პროცესით ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ განვითარებისთვის და აზროვნებისთვის ძალიან სასარგებლოა.

ნაგებერაოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თეა ნაჭყებია:

ტესტირებამ ძალიან ნორმალურად ჩაიარა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. თავად მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. რაც შეეხება მეორე ტურს, ვაპირებთ სკოლამ მონაწილეებს სხვადასხვა სახით ვუგულშემატკივროთ და ამით ისინი წავახალისოთ. „ეტალონი“ მოსწავლეებს სტიმულს აძლევს და მიზანდასახულობას, ბრძოლის უნარს უვითარებს.

ოჩეს საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა თორდინავა:

ტესტირებამ ობიექტურად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან პროცესის მიმართ დიდი დაინტერესება იყო და მათ მაღალი მოტივაცია ჰქონდათ. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა.  მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ხალისისა და მოტივაციის მიმცემია.

ჯოლევის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლელა გოგუა:

ტესტირება ძალიან კარგად ჩატარდა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მას 10 მოსწავლე დაესწრო. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ეტაპისთვის მზად ვართ და საგულშემატკივროდ  ვემზადებით. პროექტი ძალიან კარგია, რადგან მოსწავლეები დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობას ეჩვევიან.

გაჭედილის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირა რუხაია:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა - მოსწავლეები ძალიან მონდომებულნი იყვნენ. მეორე ტურში გადასული მონაწილეებიც გვყავს. შარშან ჩვენი სკოლა გამარჯვებული იყო და წელსაც ვაპირებთ, ამისთვის ძალიან მონდომებულნი ვართ. რაც შეეხება მეორე ტურის ღონისძიებას, დიდი შემართებით ვემზადებით. ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. აღვნიშნავ რომ ჩვენ Izrune.ge-შიც ვართ ჩართულები და ორივე პროექტს მხოლოდ დადებითად ვაფასებთ.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ
გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში

 
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარმა“ კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება