სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სოფელი, სადაც 10 მოსწავლე ერთ დიდ სკოლაში სწავლობს - გუგუთის საინტერესო ისტორია
10-10-2018
-
+


საქართველოში სომხეთის საზღვართან სოფელი გუგუთი მდებარეობს, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება. ამის მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და საცხვრებელი პირობების შეუსაბამობაა. კერძოდ, სოფელში არ არის გზა, მაღაზია, სამედიცინო პუნქტი თუ გამართული წყალმომარაგება, რის გამოც გუგუთში ამჟამად მხოლოდ ორმოცდაათამდე კომლი ცხოვრობს. საჯარო სკოლა, რომელიც ინფრასტრუქტურულად გამართული და კეთილმოწყობილია, მოსწავლეების რაოდენობის დეფიციტს განიცდის. 

როგორც Etaloni.ge- ს გუგუთის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ურუმაშვილი ესაუბრა, სულ 10 მოსწავლე ჰყავთ
და თუ სოფლიდან მოსახლეობის გადინება გაგრძელდა, სკოლას მოსწავლეების გარეშე დარჩენა ემუქრება. 

- ბატონო თემურ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს გუგუთში და როგორია სოფლის ინფრასტრუქტურა? 

- სოფელი გუგუთი დმანისის მუნიციპალიტეტში სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. ადრე აქ აზერბაიჯანული სოფლები იყო განთავსებული, 90-იანი წლების შემდეგ კი ქართული მოსახლეობა ჩასახლდა. სოფელში არ არის აფთიაქი, მაღაზია, ტრანსპორტი, სამედიცინო პუნქტი, ძალიან ცუდი გზა და წყალმომარაგებაა და სწორედ ამიტომ მოსახლეობა აქაურობას მუდმივად ტოვებს. შესაბამისად, სკოლასაც მოსწავლეები აკლდება. 

- თავად სკოლა როგორ მდგომარეობაშია?

- სკოლა კარგ მდგომარეობაშია - ინფრასტრუქტურულად გამართული. სპორტული დარბაზიც კი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. 

- რამდენი მოსწავლე ჰყავს სკოლას?

- სოფელში 50-ამდე კომლია, რომელთაგან ნაწილი სახლში მხოლოდ ზაფხულში მოდის. შესაბამისად, მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა. სკოლაში ახლა მხოლოდ 10 მოსწავლე გვყავს. სოფელს მოსახლეობა ყოველ წელს აკლდება, რადგან აქ დასაქმების პირობები არ არის. 

- რა საჭიროებები აქვს სკოლას აქედან გამომდინარე?

- სოფელში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო პედაგოგთა კადრების დეფიციტი გვაქვს. უჭირთ მასწავლებლებს დმანისიდან-ადმინისტრაციული ცენტრიდან იარონ. მოსწავლეთა სიმცირის გამო ჩვენ მხოლოდ მესამე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე  და მეცხრე კლასები გვყავს. სწორედ ამიტომ, მასწავლებლებისთვის საათების რაოდენობა და შესაბამისად ანაზღაურებაც მცირეა. ამიტომ, ახალი პედაგოგის აყვანა გვიჭირს და რამდენიმე საგნის შეთავსება ერთ მასწავლებელს უწევს. 

- რა ისტორია აქვს სკოლას?

- ეს სკოლა 1975 წელს აშენდა. შემდეგ, როცა აზერბიჯანულმა მოსახლეობამ დატოვა სოფელი, 1990 წლიდან  სკოლამ ქართველი მოსწავლეებისთვის ფუნქციონირება დაიწყო. მაშინ დაახლოებით 30-მდე ბავშვი იყო სოფელში, შესაბამისად-სკოლაშიც. ახლა უკვე მათი რიცხვი ძალიან შემცირებულია. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, სკოლას მოსწავლის გარეშე დარჩენა ემუქრება. ორი წელია პირველი - მეორე კლასი არ გვყოლია. შემდეგ წელს იქნება მოსწავლე? - არ ვიცი... 

- როგორც სკოლის დირექტორი, სად ხედავთ პრობლემის გადაჭრის გზას?

- ეს რთული და კომპლექსური პრობლემაა. სოფელში ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა აუცილებელი, რომ მოსახლეობამ გადინება შეწყვიტოს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება