სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა სკოლისთვის საჭირო, ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი - Izrune.ge ქვეყნის მომავალზე თბილისის N124 საჯარო სკოლასთან ერთად ზრუნავს
08-10-2018
-
+


„ყველა სკოლისთვის საჭირო, ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი და ქვეყნის წარმატებული მომავლის განმსაზღვრელი“ - ასე შეაფასეს ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge თბილისის N124 საჯარო სკოლაში.

ლიდერ დირექტორს, გამოცდილ მასწავლებლებს, აქტიურ მშობლებსა და მოწადინებულ მოსწავლეებს პორტალი თავად პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო, მათთან ერთად იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის წარმატებული მენეჯერი მადონა მუმლაძე შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობას მიესალმა და Izrune.ge- ს შემეცნებით - მამოტივირებელი მიდგომების განუსაზღვრელ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მშობელთა თქმით, Izrune.ge ის ეფექტური გზაა, რომელიც შვილებთან დაახლოების, მათი ცოდნის დონისა და მისწრაფებების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. პორტალის ყველა სიკეთე კი თბილისის N124 საჯარო სკოლის ეფექტური მუშაობისა და პროექტის მამულიშვილური მიდგომების წყალობით ყველასათვის ხელმისაწვდომია.

შეხვედრაზე უპრეცენდენტო ინიციატივაც გაჟღერდა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება