სიახლეები
ეტალონი

სკოლის დირექტორთა სათათბირო - ხიდი, რომელიც მშობელსა და სკოლას აკავშირებს
28-08-2018
-
+


სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე ინერგება, აქტიურად იქმნება სკოლის დირექტორთა სათათბიროები, სადაც სკოლის წარმატებული მენეჯერები ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge - სთან ერთად ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებასა და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს. 

სათათბირო არის თბილისის წარმატებული სკოლის დირექტორებისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პორტალ Etaloni.ge-ს ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის ნებაყოფლობითი და დროებითი (2018-2019 სასწავლო წელი) გაერთიანება, რომელიც დაარსებულია შვილების აღზრდა-განათლების პროცესში მშობელთა სისტემური, აქტიური ჩართვის მიზნით და ეყრდნობა Izrune.ge- ს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და წარმატებული სკოლების დირექტორების გამოცდილებას.

სათათბირო საზოგადოებრივ საწყისებზეა შექმნილი და მისი წევრები ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებითა და ფართო სახელმწიფოებრივი ხედვებით იხელმძღვანელებენ.

ამავე დროს, სათათბიროს წევრები არიან აღზრდა-განთლების უპრეცენდენტო სიახლის - Izrune.ge-ს თანამოაზრეები და პარტნიორები.

უკვე დაარსდა ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის საჯარო სკოლის დირექტორთა სათათბიროები, რომელთაც ხმათა უმრავლესობით არჩეული თავმდჯომარეები ჰყავთ - თბილისის N106 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი თენგიზ გულორდავა და თბილისის N133 საჯარო სკოლი გამორჩეული მენეჯერი ლიანა ფუტკარაძე. სულ მალე მათ თბილისის სხვა რაიონების სათათბიროებიც შეუერთდებიან.

წესდებით, თბილისის სკოლების სათათბიროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს 5 თანათავმჯდომარე ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (ისანი-სამგორი; გლდანი-ნაძალადევი; ვაკე-საბურთალო; მთაწმინდა-კრწანისი; დიდუბე-ჩუღურეთი) და ერთი მოადგილე „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფიდან.

სკოლების დირექტორების სათათბიროში გაწევრიანების სურვილი უკვე არაერთმა დირექტორმა გამოთქვა. სათათბირო ღიაა საქართველოს  ყველა იმ სკოლის დირექტორისთვის, ვისთვისაც მომავალი თაობის განათლება-განვითარებაზე ზრუნვა ცხოვრების კრედოა.


იხილეთ სტატიები ამავე თემაზე:

გლდანი-ნაძალადევის სკოლის დირექტორთა სათათბირო შეიქმნა

ისანი-სამგორის სკოლის დირექტორთა სათათბირო მუშაობას შეუდგა



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლამდელი ასაკის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ისინი პრემიერთან შეხვედრას და გარდამავალი პერიოდის დაშვებას ითხოვენ

ბრალდებულს17 წლადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გამსვლელი ქულები საგამოცდო საგნების მიხედვით ცნობილია

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს - ვადები და პირობები

 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება