სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა სახალისო და პრაქტიკული აქტივობით მდიდარი ქართული ენის გაკვეთილი
30-10-2026
-
+


ქუთაისის N26 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს, აქტივობებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმარავლფეროვნებენ. 

აღსანიშნავია, მე-2 კლასში, პედაგოგ ირმა კიკალიშვილის ჩატარებული გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს მოთხრობა - „სიტყვის კაცი“. 

გაკვეთილის მიზანი იყო:

მოსწავლეებმა გაიაზრონ მოთხრობა „სიტყვის კაცი“ და იმსჯელონ მის მთავარ სათქმელზე;

შეძლონ ანდაზის - „როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია“ - მნიშვნელობის ახსნა;

განივითარონ მეტყველების, მსჯელობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარები;

გაეცნონ ქართულ ტრადიციულ საკვებს და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ აქტივობაში;

განივითარონ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობისა და შრომის დაფასების უნარები.

მეორე კლასში მოთხრობის „სიტყვის კაცი“ შესწავლისას მასწავლებელმა სასწავლო პროცესი სახალისო და პრაქტიკული აქტივობით გაამდიდრა. მოსწავლეებმა იმსჯელეს ანდაზაზე - „როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია“ - და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.

მასწავლებელმა ბავშვებს მიუტანა გამომცხვარი მჭადები და ყველი. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პრაქტიკულ საქმიანობაში და სიმინდის ფქვილისგან თავად მოზილეს მჭადის ცომი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ბავშვებს საშუალება მისცა, მიღებული ცოდნა პრაქტიკასთან დაეკავშირებინათ, უკეთ გაეაზრებინათ ანდაზის მნიშვნელობა და გაცნობოდნენ ქართულ კულინარიულ ტრადიციებს.

გაკვეთილი საინტერესო, ხალისიანი და შემეცნებითი აღმოჩნდა - ბავშვებმა ისწავლეს არა მხოლოდ მსჯელობითა და მოსმენით, არამედ საკუთარი გამოცდილებითაც.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება