სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ ამბობენ ადამიანები უარს შვილის ყოლაზე - 10 საინტერესო მითი
18-09-2018
-
+


არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვების ყოლაზე უარს შეგნებულად ამბობენ, საზოგადოება კი მსგავს ადამიანებს ხშირად აკრიტიკებს. გამოცემა BrightSide გვთავაზობს 10 მითს ასეთ ადამიანებზე.
 
1. მითი - „უშვილო ხალხს“ ბავშვები  არ უყვართ


 
ეს მითი ტყუილია. სინამდვილეში უმეტეს მათგანს მოსწონს ბავშვები, ამას კი მოწმობს ის, ფაქტი რომ ზოგიერთი მათგანი მუშაობს მასწავლებლად, ბავშვთა ფსიქოლოგად, ზოგი კი ბავშვებისთვის წიგნებს წერს.
 
2. მითი - „უშვილო ხალხი“ ცდილობს საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოს და ამის გამო გაერთიანებას ქმნის
 
სინამდვილეში ისინი არ ეძებენ ახალ მიმდევრებს, და არც საპროტესტო აქციებს აწყობენ აბორტის მხარდასაჭერად. ისინი შეხვედრის დროს უბრალოდ საუბრობენ შინაურ ცხოველებზე, კოსმეტიკაზე, მოგზაურობაზე, ბუნებაზე და ა.შ
 
რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჯგუფში/გაერთიანებაში არიან რადიკალური შეხედულების ადამიანები, თუმცა, მათი რიცხვი ბევრი არ არის. უმეტესი მათგანი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მეგობრებთან და ნათესავებთანაც  კი არ საუბრობს. ისინი მხოლოდ თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ.
 
3. მითი - „უშვილო ხალხს“ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამიტომ არ ჰყავთ შვილები


 
სინამდვილეში კი ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც შვილები არ ჰყავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.  უბრალოდ ფიქრობენ, რომ ბავშვები მათ თავისუფლებას შეზღუდავს და სწორედ ამიტომ არ უნდათ რომ ჰყავდეთ შვილები. ზოგი ფიქრობს, რომ შვილების შენახვა მარტივი არ არის, ზოგიც ფიქრობს, რომ უბრალოდ არ იქნება კარგი მშობელი.
 
4. მითი „უშვილო ხალხი“ ვერ პოულობს პარტნიორს
 
სინამდვილეში „უშვილო“ ხალხი პოპულარულია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. ისინი ქორწინდებიან კიდეც, თუმცა შეგნებულად არ აჩენენ შვილებს.
 
5. მითი - ცხოვრების აზრი შვილების ყოლაა, ამიტომ ვისაც შვილები არ ჰყავს მისი ცხოვრება უმიზნოა

 

არავის შეუძლია ზუსტი პასუხი გასცეს იმას, თუ რა არის ცხოვრების აზრი. რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი შეხედულებაა ამ აზრის შესახებ. ზოგი ადამიანისთვის ცხოვრების აზრი ოჯახის შექმნაა, ზოგისთვის - წარმატებული კარიერა, ზოგისთვის კი სამყაროს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.
 
6. მითი - „უშვილო ხალხს“ სურს კაცობრიობა გადაშენდეს
 
დედამიწის მოსახლეობა 7,5 მილიარდ ადამიანს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან-წლამდე უშვილო ადამიანების რაოდენობა პროცენტულად იზრდება, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის, რადგან  დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 90% მშობელია.
 
7. კაცს შეიძლება არ ჰყავდეს შვილი, მაგრამ ქალს უნდა ჰყავდეს, რადგან ეს არაბუნებრივია
 
ქალების შესახებ უამრავი სტერეოტიპი  არსებობს და ბევრს სჯერა, რომ ქალს ერთი შვილი მაინც უნდა ჰყავდეს. კაცს შეუძლია იზრუნოს წარმატებული კარიერის შექმნაზე და არ ჰყავდეს შვილები, ქალი კი ვერ იქნება წარმატებული თუ არ გააჩენს შვილს. მაგრამ შვილის ყოლა ქალის პასუხისმგებლობა არ არის, ეს არის მხოლოდ არჩევანი და ყველა ქალს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს.


 
8. მითი - „უშვილო ხალხი“ როცა მოხუცდება, სხვისი შვილები იზრუნებენ მათზე
 
„უშვილო ხალხიც“ უხდის სახელმწიფოს გადასახადებს, სხვა თანამოქალაქეების მსგავსად. ისინიც მუშაობენ და მათაც აქვთ შანსი დაზოგონ ფული სიბერისთვის.
 
9. მითი - წარსულში არ არსებობდა „უშვილო ხალხი“


 
უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ წარსულში ადამიანები უფრო შეზღუდულები იყვნენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. მათ არ ჰქონდათ არჩევანი მკაცრი რელიგიური წესების გამო. სინამდვილეში მათ რა სურდათ, ვერ გამოხატავდნენ.
 
10. მითი - „უშვილობა“ სამუდამოა
 
ეს მითიც ტყუილია, რადგან ადამიანები იცვლებიან, ცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს და ვერავინ იტყვის რომ მათ ვისაც ახლა შვილები არ ჰყავთ, მომავალშიც არ ეყოლებათ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება