სიახლეები
საინტერესო

ვერძის შვილიშვილებს ნამდვილად გაუმართლათ - როგორი ბებიები არიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები
28-08-2018
-
+


ჯიუტები, აქტიურები და კომუნიკაბელურები - etaloni.ge გთავაზობთ როგორი ბებიები არიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. 

ვერძი

აქტიური ვერძი პენსიაზეც არ აპირებს განვლილი ცხოვრების მანძილზე მოპოვებული პოზიციების დათმობას. ბებია ვერძი - ნამდვილი სტრატეგი და ტაქტიკოსია, მას ოღონდ ჯოხი მიეცი და ბრძანებების გაცემა არ დაეზარება. ამიტომ მათ სამოღვაწეო არეალი უნდა ქონდეთ.

შესანიშნავი ვარიანტია - აგარაკი, სადაც თბილ წინდებს მოქსოვს და ორცხობილას სამრეწველო მაშტაბებით გამოაცხობს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ქალიშვილი დიეტაზეა, სიძე კი ნაქსოვ ნივთებს არ ხმარობს. მათ მოუწევთ იმის გაკეთება, რასაც ბებია თვლის საჭიროდ, მან ხომ უკან მთელი ცხოვრება მოიტოვა და უკეთ იცის. 

ვერძის შვილიშვილებს კი ნამდვილად გაუმართლათ - იგი პედაგოგებთან ბოლომდე იკამათებს, იმის დასამტკიცებლად რომ მისი შვილიშვილი ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი და დისციპლინირებულია.


კურო

კურო ბებია დილიდან საღამომდე მეზობლებთან სკამზე საჭორაოდ არ ჩამოჯდება. ამიტომ მისი სიძის ნამდვილად უნდა შეგშურდეთ, რადგან იგი წვრილმანებზე საუბარში დროს არ დაკარგავს, უბრალოდ თუ რამე არ მოეწონა თავისი საფირმო გამჭოლი მზერით დაგასაჩუქრებთ. 

კუროს სიჯიუტე წლებთან ერთად არ მიდის, ამიტომ თუ კურო ბებია რემონტის გაკეთებას, ახალი ავეჯის ყიდვას ან აგარაკზე ყვავილების გადარგვას გადაწყვეტს მასთან კამათს აზრი არ აქვს. სამაგიეროდ შვილიშვილებს ისე გაანებივრებს, რომ ბავშვებს დაუსჯელობის განცდა გაუჩნდებათ და თავზე დაასხდებიან. 

აღსანიშნავია, რომ კუროები მატერიალურ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ ხშირად შვილებსა და შვილიშვილებს დიდი ქონებას უტოვებენ.

ტყუპები

ასაკთან ერთად ამ ნიშნის წარმომადგენლებს კუმუნიკაბელურობა მანიად ექცევათ. არც ერთი დღე  საუბრის გარეშე - აი მისი დაუწერელი დევიზი პენსიაზე. მაგრამ ტყუპები საკუთარი თავის ერთგული რჩება და პოლიტიკურ და ინტელექტუალურ თემებზე საუბრობს. აი სახლის საქმეებისთვის კი ასეთ ბებიებს დრო ნაკლებად რჩებათ. მათი აზრით, ცხოვრების ისეთ წვრილმანებზე დახარჯვა, როგორიც სახლის დასუფთავება და ხინკლის მოხვევაა არ ღირს. 

მსოფლიო ხომ ასეთი დიდი და საინტერესოა, ამიტომ დროდადრო შესაძლოა ტყუპი ბებია მოგზაურობაში წავიდეს, თუნდათ ქალაქის ბოლოში, ძველ მეგობართან.

კირჩხიბი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ბებიის საყვარელი დროის გასაყვანი ადგილი ექიმთან ვიზიტია. ასევე უყვარს სამედნიცინო გადაცემების ყურება და მსგავსი ტიპის ჟურნალების კითხვა.

კირჩხიბები საკუთარი ჯანმრთელობით არიან შეპყრობილნი და მიტომ მისი მაცივარი,  ნაყენებით, გულის წვეთებითა და აბებით არის გამოტენილი. ეს მანია რომ არა, კირჩხიბ ბებიას საიამოვნო მოხუცი შეიძლება ვუწოდოთ.

იგი ნათესავებთან და მეზობლებთან ურთიერთობის გარკვევას არ დაიწყებს და ბაზარში მწვანილის გამო სკანდალს არ მოაწყობს - უბრალოდ გვერდზე გადგება, მართალია წყენას დიდი ხნის განმავლობაში გულში შეინახავს.

ლომი

თუ სიბერეში ბებია ლომს ყურადღებასა და კომპლიმენტებს მოაკლებთ, მას შეუძლია ნამდვილ ძუ ლომად იქცეს. ეს ბებია ხანდაზმულობაშიც კი მამაკაცების გულთამპყრობელია. არც სამზარეულო და არც აგარაკი, მისი საყვარელი ადგილი თეატრი, ფილარმონია და გამოფენაა. ბებია ლომს სიბერეშიც ეყოლება საკუთარი მკერავი, სტილისტი და მასაჟის სპეციალისტი.

ამის გამო დამწუხრება არ ღირს, სჯობს ვარცხნილობა და მანიკური გაიკეთოს, ვიდრე რძალი ან სიძე აღზარდოს და რჩევებით დახუნძლოს. 


ქალწული

სიბერეში ეს ბებია გულხედაკრეფილი არასოდეს დაჯდება, რადგან ქალწული - თითქმის ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია. მნიშვნელობა არ აქვს რით იქნება დაკავებული - ყვავილებს გაახარებს, ძაღლს მოუვლის, კომპოტებს მოხუფავს თუ ორცხობილებს გამოაცხობს - ბებია იშრომებს იმდენს, სადამდეც ძალა და ენერგია ეყოფა.

შვილიშვილებთან დროს კი პერიოდულად გაატარებს. იგი მათთან საკუთარი სიამოვნებისთვის რამდენიმე საათი გაატარებს, შემდეგ კი შვილს ტელეფონს აუფეთქებს - ხვეწნით, ბავშვი წაიყვანონ, რადგან მას დრო არ აქვს, ცომი ამოვიდა ან იატაკია მოსაწმენდი.

სასწორი

ოჯახის ექიმისთვის სასწორი ბებიის ვიზიტი ნამდვილი გამოცდაა. რადგან მას ზუსტად ეცოდინება საკუთარი დიაგნოზი და მკურნალობის მეთოდები.  ექიმი კი თუ მას არ დაეთანხმება - ეს მისი პრობლემაა.

სასწორი ძალიან წინააღმდეგობრივი ბებიაა. ხან შვილიშვილებს ჩაკოცნის და გემრიელობებით გამოკვებავს, ხან კი მკაცრ დიეტაზე დასვამს და ტელევიზორის ყურებას უკრძალავს. 

ნათესავები კი დილიდან შეშფოთებულები დააკვირდებიან: რომელ ფეხზე ადგება ბებია? ასეთი ხასიათი მას ხელს არ უშლის ახლობლებს მთელი გულით უყვარდეს. 

მაგრამ თუ ამ ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი შვილები თქვენგან განცალკევებით ცხოვრებას მოინდომებენ. შეეცადეთ თქვენი ენერგია რაღაც პოზიტიურზე მომართოთ, მაგალითად, ფეხით სეირნობაზე ან მეგობრებთან ურთიერთობაზე.

მორიელი

ყველა ვნება წარსულში დარჩა, თქვენ მდიდარი ცხორებისეული გამოცდილება და სიბრძნე შეიძინეთ. სწორედ ეს გამოცდილება გაჩვენებთ, რომ ბავშვებთან ერთად ერთჭერქვეშ ცხოვრება არ ღირს.

ის პენიაზეც ყოფნისასაც თავს ახლობლების ყოველი ნაბიჯის გაკონტროლების სიამოვნებას არ მოიკლებს. რას იზამთ, სწორედ თქვენთვის არსებობს მოხუცებული ადამიანებისთვის განკუთვნილი გაცნობის საიტები.

კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია - მოგზაურობა, რომლის მიმართაც მორიელს მთელი ცხოვრება სისუსტე აქვს.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბებიები შვილიშვილების საუკეთესო მეგობრები არიან. მათთან ერთად სერინობენ ველოსიპედით, თხილამურებით სრიალებენ, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ და პირველი იგებენ შვილიშვილის პირველი სიყვარულისა თუ გატაცების შესახებ.

სახლში ჯდომა, შვილიშვილების მეთვალყურეობა და წინდების ქსოვა მათი საქმე არ არის. სიბერეშიც კინოპრემიერებზე, ლაშქრობებსა და კომპიუტერული პროგრამების კურსებზე დადიან. 


თხის რქა

საქსოვი ჩხირები, საკერავი მანქანა, კროსვორდების ჟურნალი, მაგიდის ტილო და ფოცხი - აი, თქვენი ერთგული მეგობრები პენსიაზე გასვლისას.

თქვენ იმ ბებიების რიცხვს არ ეკუთვნით, ვინც დივანზე ტელევიზორის წინ მოიკალათებს. სიბერეში მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენი სახით დიდი პედაგოგი დაიკარგა და ვაი, მათი ბრალი  ვინც აღმზრდელობით პროცესს აღუდგება წინ. 

როდესაც საპატიო ასაკს მიაღწევთ, გჯერათ, რომ გარშემომყოფმა პატივი უნდა გცეთ.

სიბერეში თქვენი საყვარელი თემა - თქვენი მიღწევები იქნება. მართლაც, საკუთარი შრომით ბევრს მიაღწიეთ, მაგრამ ხანდახან თქვენს ახლობლებს თბილი სიტყვები უფრო ესიამოვნებათ. 

მერწყული

თუ მთელი ცხოვრება ცეკვავდით, კორესპონდენტად მუშაობდით ან საკუთარ საქმეს ხელმძღვანელობდით, ტელესერიალების საყურებლად სავარძელში ნამდვილად არ დაჯდებით.

პენსია - თქვენთვის საუკეთესო დროა რაიმე სახის კრეატივისთვის, თუნდაც საკუთარი პარტიის შესაქმნელად. თქვენს აქტიურობას უდროო დროს განვითარებული ართრიტი თუ შეაჩერებს და ისიც დროებით.

რადგან შემოქმედებითი ადამიანი ხართ, შვილიშვილების აღზრდასაც შემოქმედებითად მიუდგებით.

თევზები

თევზები ნამდვილი კლასიკური ბებიაა. მას თეატრში ვერ შეიყვან და მეზობელ ქალაქში ნათესავებთან სტუმრობაც კი დაეზარება. მისი სახლი მისი ციხესიმაგრეა. იგი დიდ დროს დახარჯავს ნამდვილ „ბებიურ“ საქმიანობაზე, როგორიცაა: კიტრის დამწნილება, გაცვეთილი ტანსაცმლის შელამაზება,  სკანვორდების შევსება და საყვარელი გადაცემების ყურება. 

შვილიშვილებს ყოველთვის დაიტოვებს და მასთან ისინი ყოველთვის ნაჭამები, ჩაცმულები და მოვლილები იქნებიან. ასეთ ბებიასთან ყოველთვის მოიძებნება შოკოლადი ან ზეფირი. 

ფანტიაზია კი ასეთ ბებიას აკლია, იგი მიწაზე მყარად დგას და კონსერვატიულია. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება