TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ფილმები მოზარდებზე, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა ნახონ
20-08-2018
-
+


მოზარდობა ყველაზე რთული პერიოდია. ეს ის დროა, როცა ახალგაზრდა საკუთარი თავისა და სხეულის შეცნობას იწყებს. ასეთ დროს შეცდომების დაშვება მოულოდნელი სულაც არაა და მოზარდი მხარდაჭერას პირველ რიგში, მშობლისგან უნდა ელოდოს. 

განსაკუთრებულობის შეგრძნების, რადიკალიზმის და გაუცხოების მიღმა შეუძლებელია, ჩვენ ზრდასრულების სუსტი მხარეები დავინახოთ. მათ ყველაზე ხშირად ავიწყდებათ, რომ ოდესღაც ისინიც ბავშვები და მოზარდები იყვნენ. 

ამჯერად წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებშიც მოზარდების პრობლემებია წამოჭრილი და რომლებიც დაეხმარება მშობლებს, რათა თავიანთ შვილებს უკეთ გაუგონ. 

თითქმის ჩვიდმეტი 


ნადინს მეგობრები არ ჰყავს და ვერ იტანს თავის იდეალურ ძმას. ის ფიქრობს, რომ არაა ლამაზი და მის ირგვლივ ყველა მოაღალატეა.  როდესაც ნადინი ამ ყველაფერთან მარტო ბრძოლით იღლება, თავის პრობლემებში სკოლის მასწავლებლის ჩათრევას იწყებს, რომელიც ამასობაში, პირად ფსიქოლოგად აქცია. ფილმში მთავარ როლებს ვუდი ჰარელსონი და ხეილი სტაინფელდი ასრულებენ. 



მეამბოხე

ჰეილი პერსპექტიული ტანმოვარჯიშეა, რომელიც დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. როდესაც მან დედის ღალატის შესახებ გაიგო, პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ტიპური მეამბოხე გახდა. ქუჩის დარბევის დროს მას პოლიცია იჭერს და არჩევანის წინაშე აყენებს - ან ციხე ან დახურული სპორტული სკოლა. ჰეილის პროტესტი სისხლში აქვს და სკოლაში დაბრუნების შემდეგაც ახერხებს გადატრიალების მოწყობას. 



ჯუნო

ფილმმა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიიღო. ფილმი ახალგაზრდა გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც მეგობრისგან დაფეხმძიმდება და აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს. თუმცა საავადმყოფოში მისული მიხვდება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია და ის და მისი მეგობარი ბავშვისთვის მშობლების მოძებნას იწყებენ. 



უნდა ვილაპარაკოთ კევინზე 

ეს არის ფილმი ურთიერთობაზე, დედის გავლენაზე, ძალაზე, დიდ უბედურებაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს აპატიონ ერთმანეთს ის, რაც ყველაზე მეტად სტკივათ და რა იარაც, წლების განმავლობაში, სიკვდილამდე მოუშუშებელია. ამ ფილმისთვის ტილდა სუინტონი ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში იყო ნომინირებული.



საფრთხობელა

ფილმი მეექვსეკლასელი გოგონას ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც უსამართლობას, ღალატს და სისასტიკეს გაუმკლავდა. მთავარი გმირი ლენა თავის თავზე იღებს ბიჭის დანაშაულს, რომელმაც ლაჩრულად დააღალატა თანაკლასელები. კლასმა მას ბოიკოტი გამოუცხადა, რომელსაც უერთდება ის, ვინც მან თავისი ტყუილით დაიცვა.



ვიკი 

13 წლის ვიკის მშობლებს არ სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი შვილი გაიზარდა და მას კვლავ პატარა გოგონასავით ზრდიან. ამასობაში ვიკი სასოწარკვეთით ცდილობს, როგორმე ხმა მიაწვდინოს მათ, რომ მის ცხოვრებაში ხომ ბევრი რამ ხდება პირველად და მას დახმარება სჭირდება. ვიკის როლს სოფი მარსო ასრულებს. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება