| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ჰელიოსის“ უფროსკლასელებისთვის დაუვიწყარი, შემეცნებითი დღე მოეწყო.
მოსწავლეები საფუტკრე მეურნეობას სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო გარემოში ბევრი ახალი რამ შეიტყვეს ფუტკრის მოვლის, თაფლის დამზადებისა და ფუტკართან უსაფრთხოდ მუშაობის წესების შესახებ.
სპეციალური დამცავი ფორმებით აღჭურვილებმა დაათვალიერეს ფუტკრის სკები, გაეცნენ ფუტკრების საოცარ სამყაროს, დააგემოვნეს ნატურალური თაფლი და თავადაც ჩაერთნენ თაფლის დაწურვის პროცესში.
შემეცნებით თავგადასავალს არანაკლებ საინტერესო გასართობი აქტივობებიც ახლდა თან. სამაგიდო თამაშებმა, ზიპლაინმა, ბატუტებმა და მეგობრებთან ერთად გატარებულმა დრომ დღე კიდევ უფრო მხიარული და ემოციური გახადა.
დღის დასასრულს თითოეულ მოსწავლეს საკუთარი ხელით დაწურული თაფლი და მადლობის სიგელი გადაეცა.
„საფუტკრე მეურნეობაში სტუმრობა მოსწავლეებისთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცა - შთაბეჭდილებებით, ახალი აღმოჩენებითა და სასიამოვნო ემოციებით. ასეთი დღეები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება. „ჰელიოსი“ არის ადგილი, სადაც ცოდნა გამოცდილებად, გამოცდილება კი დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას