სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იფარის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა არღვლიანი სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა 
19-11-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში. 

​16 ნოემბერს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯაფარიძის ინიციატივით, გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით -„ჩემი სვანეთი“.

კონფერენციაში მონაწილეობდა იფარის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა არღვლიანი, რომელმაც წარადგინა ნაშრომი თემაზე - „სულიერი ცხოვრების ამსახველი შტრიხები სვანი ხალხის ყოფა-ცხოვრებიდან“. მე-9 კლასის მოსწავლის თემის ხელმძღვანელი გახლავთ სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა ივანიაძე.

საკონფერენციო ნაშრომები დახუნძლული იყო საგულისხმო საკითხებით და გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით ისტორიულ-არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული რაკურსებიდან.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს აქტიური მონაწილეობისთვის და ისაუბრა მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე.

იფარის საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან რესურცენტრის ხელმძღვანელს საინტერესო შესაძლებლობისთვის. 

„მადლობას გადავუხდიდით, რა თქმა უნდა, თავად ქალბატონ მარიამ ჯაფარიძესა და ზოგადად რესურსცენტრს, ყოველივე ზემოთქმულის ორგანიზებისათვის და ახალგაზრდებში ხალისისა და განწყობის გაჩენისათვის.

კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდობას კი მომავალშიც ვუსურვებთ სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელებას, ამ მიმართულერით წინსვლას და აქვე მადლობას მოვახსენებთ მათ ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდობას კი მომავალშიც ვუსურვებთ სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელებას

მოსწავლე-მსახიობებმა ოსტატურად გადმოსცეს წამებული დედოფლის სახე
 
„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენი სილამაზე, სიხარული და შემოქმედებითი ნიჭია ჩვენს პატარებში“
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება