| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ბრწყინვალე ღონისძიება, რომელიც ქართული პოეზიის მეფის, გალაკტიონ ტაბიძის, დაბადებიდან 135 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიება ნამდვილ ლიტერატურულ დღესასწაულად იქცა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს გალაკტიონის უკვდავი პოეზია, წარმოაჩინეს მისი შემოქმედების სიღრმე, სილამაზე და განსაკუთრებული ემოციური სამყარო. პოეტის ლექსები, მხატვრული კითხვა და ღონისძიების საერთო განწყობა მსმენელისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცა.
საღამომ ნათლად წარმოაჩინა, რომ გალაკტიონის პოეზია დროს არ ემორჩილება - იგი კვლავაც ცოცხლობს, გვაფიქრებს, გვაფაქიზებს და გვაზიარებს ქართული სიტყვის ჯადოსნურ სამყაროს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების შემოქმედებითი ინიციატივა, პასუხისმგებლობა და ორგანიზატორული უნარები. მათ შეძლეს, ღონისძიება არა მხოლოდ საიუბილეო თარიღის აღნიშვნად, არამედ ქართული ლიტერატურისა და ეროვნული ღირებულებებისადმი სიყვარულის გამოხატულებად ექციათ.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მომავალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ქართული კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის პატივისცემის ტრადიციას.
გალაკტიონის პოეზია მარადიულია, რადგან მარადიულია მისი სიტყვით ნაქსოვი სილამაზე, სიყვარული და სამშობლოს განცდა!
ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ, რომელმაც განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების შემოქმედებითი მიდგომის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის გამო. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ლიტერატურის სიყვარულისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. დირექტორმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ყველა მონაწილეს და ორგანიზატორ ლიზი ფარულავას ასეთი შთამბეჭდავი ლიტერატურული დღესასწაულის შექმნისთვის.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საღამომ ნათლად წარმოაჩინა, რომ გალაკტიონის პოეზია დროს არ ემორჩილება
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას