სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახმეტის N2 საჯარო სკოლაში „ლიტერატურული მემკვიდრეობის პროექტი“ საინტერესო ღონისძიებით დაგვირგვინდა
19-11-2026
-
+


ახმეტის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ აქტივობა სასწავლო პროცესს საინტერესოს, შემეცნებითს, შემოქმედებითს ხდის და მოსწავლეებს 21-ე საუკუნის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვაში ეხმარება. 

17 ნოემბერს, ახმეტის N2 საჯარო სკოლაში VIბ კლასში ლიტერატურული მემკვიდრეობის პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

წელს ცნობილი საბავშვო მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება, დააკვირდნენ მის ენასა და სტილს, ილუსტრაციებით გამოხატეს პირადი დამოკიდებულება სხვადასხვა ეპიზოდსა თუ პერსონაჟზე, წარმოსახვით გაესაუბრნენ ავტორს და მოთხრობების მიხედვით საინტერესო ინსცენირებები წარმოადგინეს. 

პროექტის იდეა „ფიქრის კუთხის“ მიერ ორგანიზებულ მწერლებსა და ლიტერატორებთან შეხვედრაზე ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე საპატიო სტუმრები იყვნენ: „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი, ახმეტის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული - მაია ალუდაური და „ფიქრის კუთხის“ ფუძემდებლები - იაკობ სამუკაშვილი და ალექსანდრე გაგანაშვილი.

შეხვედრა მეტად შთამბეჭდავი, საინტერესო და ღირებულებითი აღმოჩნდა. 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამილა ჯანგირაშვილი და კლასის დამრიგებელი ნინო პატარაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლე-მსახიობებმა ოსტატურად გადმოსცეს წამებული დედოფლის სახე
 
„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენი სილამაზე, სიხარული და შემოქმედებითი ნიჭია ჩვენს პატარებში“
 

შეხვედრაზე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება