| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად ეხმიანებიან მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების და მასწავლებელთა ეროვნული დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, რომელშიც წარმოაჩინეს ი.გოგებაშვილის ცხოვრების ეპიზოდები, მისი ფასდაუდებელი ღვაწლი მომავალი თაობების განათლების საქმეში.
კედლის გაზეთში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მასწავლებლებისადმი მიძღვნილ მილოცვას და მადლიერების გამოხატვას. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მასწავლებლის როლს ადამიანის ჩამოყალიბებაში, ცოდნის შეძენასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.
კედლის გაზეთი თვალსაჩინო ადგილას განთავსდა და მოსწავლეებს ახსენებს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას