სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტოლერანტობის ხე - განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთიანები სიკეთით, პატივისცემითა და მეგობრობით!“ - მარტვილის N1 სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
17-11-2026
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ურთიერთპატივისცემას, კაცთმოყვარეობას, მიმღებლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას უსურვებენ. 

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სკოლაში მნიშვნელოვანი, საინტერესო და ემოციური შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი გზავნილი ურთიერთპატივისცემა, ადამიანების მიმღებლობა და მრავალფეროვნების დაფასება იყო.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლმა - ქეთი რუხაიამ. მონაწილეობდნენ მე-9 და მე-5 კლასების მოსწავლეები.

უფროსკლასელებმა უმცროს მეგობრებს ტოლერანტობის არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ყურადღება გაამახვილეს ადამიანებს შორის განსხვავებების პატივისცემაზე, თანაგრძნობაზე, მეგობრობასა და კეთილგანწყობაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ და შემოქმედებით გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ტოლერანტობა მხოლოდ სხვისი განსხვავებულობის აღიარება კი არა, მისი პატივისცემა, გაგება და მიღებაა.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა შეხვედრის დასკვნითი ნაწილი. მე-5 კლასის მოსწავლეებმა ფერად ფოთლებზე ტოლერანტული ადამიანის მთავარი თვისებები დაწერეს და ერთობლივად შექმნეს „ტოლერანტობის ხე“.

ამ სიმბოლურმა ნამუშევარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სიკეთე, პატივისცემა, მიმღებლობა, თანაგრძნობა და მეგობრობა ის ღირებულებებია, რომლებზეც ჯანსაღი სასკოლო გარემო შენდება.

„შეხვედრამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, ხოლო უფროსკლასელთა მაგალითი უმცროსებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული კეთილი სიტყვა, ურთიერთპატივისცემით გადადგმული ნაბიჯი და ერთმანეთის განსხვავებულობის მიღება სამყაროს უკეთესს ხდის. ჩვენი „ტოლერანტობის ხე“ კი სწორედ ამ რწმენის სიმბოლოდ დარჩება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება