| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება, აქტივობა თუ პროექტი იმართება.
სულ ახლახან, პირველი კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს წიგნები. წაკითხული და მოსმენილი ზღაპრებიდან შეარჩიეს საყვარელი ზღაპრის გმირები, მოარგეს მათ ახალი როლები და თავად შეთხზეს საინტერესო, ორიგინალური ზღაპრები.
ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელ შორენა დვალიშვილის დახმარებით, პატარა ავტორებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს და აუდიტორიას სიამაყით წარუდგინეს.
შედეგად საოცრად სახალისო, ფერადი და შემეცნებითი აქტივობა გამოვიდა, რომელმაც ბავშვებს ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მისცა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს
ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას