| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიება მიუძღვნეს.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - სიუზანნა ბორბორიანისა და ბილინგვური განათლების სპეციალისტის - ჯანეტა ბაბოიანის დახმარებით, შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს.
მე-3 კლასელებმა ზღაპრული საშემოდგომო სანახაობა წარმოადგინეს - ქართულ და სომხურ ენებზე იმღერეს, შეასრულეს საცეკვაო ნომრები, ასევე წაიკითხეს ლექსები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს.
მოსწავლეებმა ბევრი იმხიარულეს და შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
„მოსწავლეებს მოტივაცია გაუჩნდათ ახალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ანებივრებენ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადასცეს და ბავშვებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას