| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, თბილისში, „გარდენ ჰოლში“, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით პროგრამაში მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლის სახლიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში წარმატებით ასწავლიან ინგლისური ენის მასწავლებელი ლელა ჭიპაშვილი და მუსიკის მასწავლებელი მარინა სიხუაშვილი.
შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა.
შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის პროგრამის მენეჯერი ლალი წიკლაური. მან ისაუბრა პროგრამაში მონაწილე მასწავლებელთა მნიშვნელოვან წვლილზე, მიღწევებსა და წარმატებებზე, მათ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ფარგლებში მოეწყო პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იყო სსიპ იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.
როგორც წინარეხის საჯარო სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ ნაყოფიერ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. შეხვედრა დასრულდა ალა-ფურშეტით, რომლის მუსიკალურ გაფორმებასაც ჯაზბენდი უზრუნველყოფდა.
„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას და ვუსურვებთ მათ წარმატებებს, ახალ მიღწევებსა და ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას