| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავლფეროვნებენ.
VIდ კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტერგირებით, ჩატარდა ინოვაციური გაკვეთილი, სადაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ციფრული სამყარო, შემოქმედებითი აზროვნება და უცხო ენაზე კომუნიკაცია ერთიან საგანმანათლებლო სივრცედ გაერთიანდა.
მოსწავლეებმა Minecraft Education-ის ვირტუალურ გარემოში საკუთარი ფერმები შექმნეს, დაგეგმეს და მოაწყვეს ციფრული სივრცე, შემდეგ კი თავიანთი ნამუშევრები ინგლისურ ენაზე წარადგინეს.
ეს იყო სწავლების განსხვავებული გამოცდილება, სადაც:
ტექნოლოგია ცოდნის მიღების საშუალებად იქცა;
ინგლისური ენა რეალური კომუნიკაციის ინსტრუმენტად;
შემოქმედებითი იდეები - პრაქტიკულ პროექტად;
თანამშრომლობა და დამოუკიდებელი აზროვნება - სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად.
„ეს არის თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - სწავლა კეთებით, საგნების ინტეგრაცია და ციფრული შესაძლებლობების გამოყენება კომპეტენციების განსავითარებლად.
ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებას - ვასწავლით ტექნოლოგიების დახმარებით შექმნას, აზროვნებასა და საკუთარი იდეების წარმოჩენას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - ზურა ხაკიანი და ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას