| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის Iა და Iბ კლასების მოსწავლეებმა მშობლიური ენის ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პირველი საანბანო გაკვეთილი მრავალფეროვანი - როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო და საზეიმო აქტივობებით წარიმართა.
პატარები პირველ ასო-ბგერას დიდი ინტერესით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ანბანს დიდი შემართებით ისწავლიან.
„ჩვენი პატარებისთვის განსაკუთრებული და ლამაზი მოვლენა იყო სომხური ანბანის პირველი ასო „ა“-ს პრეზენტაცია. ვულოცავთ, პატარებს წერა-კითხვის შესწავლის საოცარ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმას! ვუსურვებთ, რომ მათი სასწავლო გზა სავსე იყოს ახალი ცოდნით, აღმოჩენებითა და წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას