| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.
პატარებმა სკოლის ეზოში საკუთარი ხელით დარგეს პირველი ნერგები.
სკოლაში ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„ეს იყო საოცარი, ემოციური და პასუხისმგებლობით სავსე მომენტი, რადგან თითოეულმა ბავშვმა პირობა დადო, რომ მუდმივად იზრუნებს თავის ნერგზე. ეს პატარა ხეები ხომ მათთან ერთად გაიზრდებიან და წლების შემდეგ ჩვენს ლამაზ სკოლას კიდევ უფრო დაამშვენებენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბუნებაზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა