| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ და მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, მე-8 კლასში, მათემატიკის შესწავლისას განხორციელებული პროექტი და აქტივობა თემაზე - ერთი ამოცანა „შავი ზღვის ბინადართა სადარაჯოზე“, ექვსი რაკურსით.
პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი თამარ მურუსიძე.
შავი ზღვის ეკო-პროექტის ფარგლებში, ჩატარებული აქტივობის მთავარი მიზანი იყო მათემატიკის დაკავშირება რეალურ გარემოსდაცვით გამოწვევებთან. მოსწავლეებს უნდა გაეაზრებინათ, თუ როგორ ახდენს გავლენას ზუსტი მათემატიკური გაანგარიშებები და სწორი ტექნიკური რეგულაციები შავი ზღვის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.
საკითხის სიღრმისეულად გასააზრებლად პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა სასწავლო მეთოდი ედვარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა პრობლემა, მრავალმხრივად გაეანალიზებინათ.
მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროცესში. „ქუდების“ მეთოდმა მათემატიკის სტანდარტული ამოცანა შავი ზღვის დამცველების როლურ თამაშად აქცია. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ ის, რომ მათ შეძლეს ემოციების გამოხატვა, კრიტიკული რისკების დანახვა და კრეატიული გზების ძიება.
პედაგოგმა დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია, პროექტის ამ აქტივობით მოსწავლეებმა გაიაზრეს , რომ მათემატიკა არის მძლავრი ინსტრუმენტი, შავი ზღვის ეკოსისტემის შესაცნობად და გადასარჩენად, რომელიც გვეხმარება გავიაზროთ და გადავარჩინოთ შავი ზღვის ეკოსისტემა.
პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის სკოლის დირექტორის მოადგილეს - ქალბატონ მაია დვალს მხარდაჭერისათვის.
„მისმა შეფასებამ და წახალისებამ მოსწავლეების მოტივაცია და პროექტისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი თამარ მურუსიძე
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა