| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი განსაკუთრებული და ემოციური დღე ჩაიწერა, ამ დღეს სკოლიდან დიდი პატივით გააცილეს ღვაწლმოსილი პედაგოგი ციალა ჩაფიძე, რომელიც მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა.
„დღეს ჩვენ ერთმანეთს დავუკავშირეთ ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი: მასწავლებლის საერთაშორისო დღე და ქართული საგანმანათლებლო კერების ფუძემდებლის, დიდი იაკობ გოგებაშვილის ხსოვნა.
ამ მშვენიერ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გავიაზრეთ პედაგოგის პროფესიის უდიდესი მისია, თუმცა ამ დღემ განსაკუთრებული, ცრემლნარევი სიხარულით ჩაიარა. მშობლიური სკოლის კედლებიდან გავაცილეთ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ქალბატონი ციალა ჩაფიძე, რომელმაც თავისი ცხოვრების 56 წელი მომავალი თაობების აღზრდას მიძღვნა“,- გვიყვებიან სკოლაში.
სკოლის დირექცია პროფესიულ დღესასწაულს ყველა მასწავლებელს ულოცავს და მათ კიდევ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებს.
მუხურის N2 საჯარო სკოლა ყველა პედაგოგს ულოცავს ამ ეროვნულ დღესასწაულს. ძვირფასო მასწავლებლებო მადლობა თითოეული ნასწავლი სიტყვისთვის, გაწეული თავდადებისთვის და იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რომელსაც ასე უანგაროდ გასცემთ მომავალი თაობისათვის. ქალბატონო ციალა თქვენი სახელი კი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად