სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იმიტირებული სასამართლო პროცესი იანეულის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმ​ა ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟი გაასამართლეს
29-10-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

VIII კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - „HELLADOS“ - ეპიზოდური ლიტერატურული პერსონაჟის, ხრისტო ალექსანდრიდის გასამართლება.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად. პროცესის მსვლელობისას თითოეულმა მხარემ საკუთარი სამართლებრივი და მორალური არგუმენტები წარადგინა, დაიკითხა, ასევე, თავად „განსასჯელიც“ - ხრისტო ალექსანდრიდი, რამაც შეხვედრას მეტი ექსპრესიულობა და ემოციური დატვირთვა შესძინა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს პრაქტიკულად გამოეყენებინათ მიღებული სამართლებრივი ცოდნა, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის, როლური თამაშისა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე, - უკეთ გაეაზრებინათ ბავშვის უფლებებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ლიტერატურისა და სამართლის ინტეგრირებულ სწავლებას, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მათ აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

„დიდი მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! თქვენი მონდომება და ძალისხმევა ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია! გისურვებთ წარმატებებს სამომავლოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობითა და ძალისხმევით შეიქმნა განსაკუთრებული დღე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება