სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ბაღის ჯგუფი დაიკეტა - ბავშვებს კოკსაკის ვირუსი გამოუვლინდათ
20-10-2026
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. 
 
აღსაზრდელების დაინფიცირების გამო, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფი დროებით დაიკეტა - საინფორმაციო სააგენტო „მთავარი ამბები კახეთიდან ავცელებს
 
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, კოკსაკის ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მტკივნეული, წყლულოვანი გამონაყარი, ასევე წყლულები პირის ღრუსა და სხეულზე.
 
კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და ყველაზე ხშირად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.
 
სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ, ასევე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმთან დროული ვიზიტისკენ მოუწოდებენ.
 
რა არის კოკსაკის ვირუსი და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
 
კოკსაკის ვირუსი არის მაღალგადამდები ენტეროვირუსი, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ, თუმცა შეიძლება შეხვდეთ მოზრდილებსაც. მას ხშირად უწოდებენ „ხელის, ტერფისა და პირის დაავადებას“.
 
ვირუსის ძირითადი მახასიათებლები:
  • მთავარი სიმპტომები: მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი და სპეციფიკური ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელისგულებზე, ტერფებსა და პირის ღრუში (რაც ართულებს ყლაპვას).
  • გადადების გზები: ვრცელდება ხველით, ცემინებით, დაბინძურებული სათამაშოებითა და ხელებით.
  • მკურნალობა: სპეციალური წამალი არ არსებობს. დაავადება თავისით გაივლის 7-10 დღეში. მკურნალობა არის სიმპტომური: სიცხის დამწევები და ბევრი სითხე დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

პიროვნება
სკოლები

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება