| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორ გაიანე კურღინიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება, სწავლის ხარისხის ამაღლება და ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ბავშვებს სწავლაზე მეტად კონცენტრირებაში დაეხმარება. შესაბამისად, სკოლის ხელმძღვანელი მიესალმება სასკოლო ფორმების შემოღებასა და გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას. მისი თქმით ახალ წესებს სიხარულით შეხვდა სასკოლო საზოგადოებაც.
„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, არც მოსწავლეები არიან უკმაყოფილო.
მინდა, რომ სასწავლო წლის დამთავრებამდე ყველა მოსწავლეს ეცვას ფორმა, პირველკლასელები მართლაც ლამაზი სანახავები არიან. ჩემი აზრით, მოსწავლე მოსწავლეს უნდა ჰგავდეს - გამოირჩეოდეს დანარჩენი საზოგადოებისგან. ეს პასუხისმგებლობასაც მატებს მოსწავლეს, თავს სკოლას მეტად მიაკუთვნებს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
დირექტორის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მობილური ტელეფონების შეზღუდვაც.
„5 სათავსო ყუთი შევიძინეთ და განვათავსეთ. ყველა მოსწავლეს არ დააქვს სკოლაში ტელეფონი, თუმცა ვისაც მოაქვს გვაბარებენ. თავიდან ვშიშობდით, რომ ახალი რეგულაცია მოსწავლეებს დისკომფორტს შეუქმნიდა, მაგრამ გვახარებს, რომ ახალი წესი მარტივად მიიღეს. ტელეფონით აღარც მასწავლებლები შედიან გაკვეთილზე და ამავე სათავსოში ტოვებენ, მაგრამ მოსწავლეებისგან განსხვავებით მათ მისი გამოყენება შესვენების დროს შეუძლიათ.
წარმოიდგინეთ გაკვეთილის მსვლელობის დროს ბავშვები ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს წერდნენ და ხშირად ჩასცქეროდნენ ტელეფონებს, გონება ეფანტებოდან და გაკვეთილზე კონცენტრაციაც უჭირდათ. ეს ყველაფერი დიდი დისკომფორტი იყო მასწავლებლისთვისაც. გვახარებს, რომ თვალის მოსატყუებელი ნაკლებია და პედაგოგებიც უფრო მშვიდად არიან.
სკოლა სწავლის კერაა და არ გასართობი ადგილი, მოსწავლემ მაქსიმუმი უნდა წაიღოს სკოლიდან, რაც შემდგომ მათ წარმატებაზე და წინსვლაზე აისახება.
ასე, რომ სიხარულით მივესალმები და მხარს ვუჭერ ასეთ კარგ წამოწყებებს! მოსწავლეებს კი მინდა ნათელი მომავალი ვუსურვო!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად