| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი ცდილობს ბავშვებს შეუქმნას გარემო, რომელიც მათ სწავლაზე მეტად კონცენტირებაში დაეხმარება.
ხელმძღვანელი მიესალმება სკოლებში მოსწავლეთა ფორმების შემოღებასა და გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას.
მისი თქმით, ფორმები მოსწავლეებს გამორჩეულ იერს სძენს და დასძენს, რომ ახალ წესებს სასკოლო საზოგადოებახ სიხარულით შეხვდა.
„ახალი რეგულაციები ძალიან მომწონს. ფორმებთან დაკავშირებით ძალიან გახარებული ვარ. ისეთი ლამაზები და ყველასგან გამორჩეულები არიან ჩვენი პირველკლასელები, რომ სხვა მოსწავლეებსაც უჩნდებათ სურვილი, მსგავსად ეცვათ. ეს საზოგადოებისთვისაც თვალშისაცემია და მოსწავლეებს გამოარჩევს. ყველა მიესალმება სკოლებში ფორმის შემოღებას - მოსწავლე მოსწავლეს უნდა ჰგავდეს“, - აღნიშნავს ავთანდილ მამედოვი.
დირექტორი დადებითად აფასებს გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვასაც. მისი თქმით, სკოლაში თითოეული კლასის წინ ტელეფონების შესანახი ყუთებია განთავსებული, სადაც მოსწავლეები გაკვეთილების დაწყებამდე მობილურებს ტოვებენ.
„სიხარულით მივესალმები ტელეფონების საკითხთან დაკავშირებულ რეგულაციასაც. თითოეული კლასის წინ დამონტაჟებულია ტელეფონების შესანახი ყუთები. მოსწავლეები უკვე შეეჩვივნენ ამ წესს და ტელეფონებს ულაპარაკოდ გვაბარებენ, ზოგს კი სკოლაში საერთოდ აღარ მოაქვს. ეს წამოწყება სწავლის ხარისხის ამაღლებას უდავოდ უწყობს ხელს. პედაგოგიც უფრო მობილიზებულია, ტელეფონის ზარები გონებას აღარ უფანტავს. მოსწავლეებიც სწავლაზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულები და ყურადღება ტელეფონისკენ აღარ გაურბით“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
ავთანდილ მამედოვის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივა, რომელიც სკოლაში სასწავლო გარემოს აუმჯობესებს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესზე კონცენტრირებაში ეხმარება.
დირექტორისთვის მტკივნეული საკითხია მოსწავლეთა რიცხოვნობის კლება.
„გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ მოსწავლეთა ნაკადმა იკლო. ადრე, ჩვენს დროს, ოჯახში ხუთი და ექვსი შვილი ჰყავდათ, ახლა კი ორ შვილზე მეტი აღარ ჰყავთ. ამან მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია. მინდა, რომ გავმრავლდეთ, რადგან მოსახლეობის ზრდა ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია“, - აცხადებს დირექტორი და ყოველ წელს ახალი თაობის მიღებას სულმოუთქმელად ელის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად