| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის დირექტორ კარინე ნახატაკიანისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს გარემო, სადაც მოსწავლე სწავლაზეა ორიენტირებული, იცავს დისციპლინას და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს.
როგორც თავად ამბობს, დილისკის N2 სკოლაში უკვე ხუთი წელია ტელეფონების გამოყენება შეზღუდულია და წესი როგორც მოსწავლეებზე ისე მასწავლებლებზე ვრცელდება. პედაგოგები ტელეფონებს სამასწავლებლოში, სპეციალურ ყუთში ათავსებენ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაინახეს, რომ მობილური ტელეფონები სასწავლო პროცესს უშლიდა ხელს და მასწავლებლებსაც დისკომფორტს უქმნიდა.
„სკოლაში ტელეფონის გაკვეთილზე შეტანის პრობლემა უკვე 5 წელია მოგვარებულია, ამასთან, გაკვეთილზე ტელეფონი არც მოსწავლებს შეაქვთ და არც მასწავლებლებს. პედაგოგები მოწყობილობებს სამასწავლებლოში სპეციალურ ყუთში ტოვებენ.
რაღა თქმა უნდა, მივესალმები ახალ წესებს, არ არის საჭირო გაკვეთილზე მოსწავლე სხვა რამით იყოს დაკავებული, ის მობილიზირებული უნდა იყოს სწავლაზე. ამიტომ როცა მივხვდით, რომ სმარტფონები მათ ხელს უშლიდათ, ავკრძალეთ. ჩვენი სკოლა საბაზოა, შესაბამიდაც დაწყებით კლასებში მოსწავლეებს ისედაც არ აქვთ ტელეფონები, მე-7-მე-9 კლასელები უფრო მეტად იყენებდნენ.
ვფიქრობ კარგია, როცა ბავშვი ტექნოლოგიებთან მეგობრობს, ბევრ რამეს სწავლობენ და თვალსაწიერს იფართოებენ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს გაკვეთილების ხარჯზე“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესზე კონცენტრირება მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დირექტორი აღნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეები საშუალო სკოლას წარმატებით ამთავრებენ და შემდგომ მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას.
„ამიტომაა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებით ამთავრებენ საშუალო სკოლას და შემდგომ ასევე წარმატებით ირიცხებიან მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში“,- სიამაყით აღნიშნავს კარინე ნახატაკიანი.
რაც შეეხება სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას, დირექტორი ამ გადაწყვეტილებას დროულს უწოდებს.
„დროული გადაწყვეტილებაა და მივესალმები, მიმაჩნია, რომ ფორმა მოსწავლეს უფრო დისციპლინირებულს ხდის, საზოგადოებაშიც გამოირჩევიან. მახარებს, რომ ფორმები მოსწონთ თავად მოსწავლეებსა და მათ მშობლებსაც. ახლა, ველოდებით დანარჩენებიც როდის ჩაიცვამენ და გაალამაზებენ სკოლას.როგორ შეიძლება, ბავშვის სწავლისა და განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ სიახლეს ადამიანი უარყოფითად შეხვდეს“,- აღნიშნავს კარინე ნახატაკიანი.
დასასრულს, დირექტორი იმედოვნებს, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, ისარგებლებენ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც სკოლა მათ სთავაზობს, და წარმატებით გააგრძელებენ სვლას მათ მიერ არჩეულ გზაზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად