| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილი განაცხადისა და განხორციელებული საქმიანობის შესაფასებლად იქმნება კომისიები როგორც სკოლების, ისე საგანმანათლებლო რესურსცენტრების დოენზე.
მინისტრის ბრძანებით უკვე დამტკიცდა შეფასების კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესიც.
როგორ ირჩევენ კომისიის წევრებს ?
შესაბამისი კომისიის წევრი საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის ან დირექტორის კანდიდატის შესარჩევად სკოლის დირექტორი/საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იწვევს შეხვედრას.
შეხვედრაზე დამსწრე წევრთაგან ხმათა უმრავლესობით აირჩევა ხელმძღვანელი და მდივანი. შეხვედრის თითოეული წევრი სარგებლობს თანაბარი, ერთი ხმის უფლებით.
შეხვედრა ფორმდება ოქმით. შეხვედრა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უფლებამოსილ პირთა ნახევარზე მეტი.
შეხვედრაზე დამსწრე ნებისმიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, წარადგინოს როგორც საკუთარი, ისე სხვა პირის კანდიდატურა.
საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შერჩევისას ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით კანდიდატი წარდგენილი უნდა იყოს იმავე საგნობრივი ჯგუფიდან.
კანდიდატები ირჩევიან ფარული კენჭისყრით. თუ ერთი კომისიის ფარგლებში შესარჩევია ერთზე მეტი წევრი, კენჭისყრა ტარდება ეტაპობრივად: თითოეულ ეტაპზე ყველაზე მეტი ხმის მიმღები პირი ითვლება არჩეულად და მომდევნო ეტაპზე კენჭს აღარ იყრის.
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში შეხვედრის ხელმძღვანელი დირექტორს/საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს წარუდგენს ყველა თანაბარი ხმის მქონე კანდიდატს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს
დირექტორი/საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
თუ კანდიდატი არ იქნება წარდგენილი, კომისიის წევრს ირჩევს დირექტორი/საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ერთზე მეტი კომისიის შემთხვევაში კანდიდატი თითოეული კომისიისთვის შეირჩევა ცალცალკე კენჭისყრით; საგნობრივ ჯგუფს/სპეციალურ მასწავლებლებს/დირექტორებს უფლება აქვთ, სხვადასხვა კომისიაში წარადგინონ როგორც ერთი და იგივე, ისე სხვადასხვა კანდიდატი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
მასპინძლებმა ბავშვებს გააცნეს იმერული სტუმართმოყვარეობის წესები და ტრადიციები
მოსწავლეები გაეცნენ საინფორმაციო პოსტერებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი ყალბი და ნამდვილი ამბების ამოცნობის გზები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად