| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული მონიტორინგი ჩატარდა.
მე-4 კლასელთა სასწავლო პროცესს ადმინისტრაციის წარმომადგენლები დააკვირდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ინსპექტირება საგანმანათლებლო ხარისხის მონიტორინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და დასძენენ, რომ ინსპექციის მიზანია არა მხოლოდ ნაკლის პოვნა, არამედ უნარების ზრდის მხარდაჭერა.
პედაგოგისთვის კი ყველაზე სასიამოვნო მოსწავლეთა თავდაჯერებულობა აღმოჩნდა, მე-4 კლასელებმა პედაგოგის შეთავაზებულ აქტივობებსა და დავალებებს სამაგალითოდ გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი მოსწავლეების თავდაჯერებულობა იყო“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი