| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ, რაც სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს. სკოლაში თარიღთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო. საგანმანათლებლო დღეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება გააერთიანა.
ენების ევროპული დღის აღსანიშნავად მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებელ ქეთევან კუბლაშვილთან ერთად, სხვადასხვა ენაში არსებული ყველაზე გრძელი სიტყვები მოიძიეს და ვიდეოკოლაჟის სახით მოუყარეს თავი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან არც ისე მარტივი ყოფილა უცხო ენებში, და მშობლიურშიც, არსებული გრძელი სიტყვების დამახსოვრება და წარმოთქმა, თუმცა, საბოლოოდ, მათ ძალისხმევას უნაყოფოდ არ ჩაუვლია - მათ ცოდნა წარმატებით გაიმდიდრეს.
ენების ევროპული კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი სახალისო აქტივობა განხორციელდა მე-7გ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. მათ, ინგლისური ენის მასწავლებლის - ქეთევან კუბლაშვილის დახმარებით, ინგლისურენოვანი ენისგასატეხები შეაგროვეს და ვიდეოს სახით გაგვიზიარეს.
იხილეთ მოსწავლეთა აქტივობების ამსახველი ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე