სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩოლურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა ონიანი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
16-10-2026
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის პედაგოგ ინგა ონიანის პედაგოგიური ღვაწლი აღინიშნა. 

პედაგოგი მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

​ლენტეხის ჯოკია მეშვიელიანის სახელობის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა გამორჩეულ და ემოციურ საღამოს, რომელიც მთლიანად პედაგოგთა ღვაწლისა და ამაგის დაფასებას მიეძღვნა. 

​საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ლენტეხის მუნიციპალიტეტს ეწვია და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პედაგოგებს მადლობის სიგელები პირადად გადასცა.

მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ჩოლურის საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა ონიანიც.

პედაგოგებს მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ​ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. 

​ ეს საპატიო აღიარება პედაგოგებს მიულოცეს ​მამა გიორგი ონიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ქარდავამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ალუდა თუთისანმა, ასევე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით პირველმა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ ინგა ონიანს შრომისა და ღვაწლის დაფასებას და კიდევ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ღვაწლმოსილი პედაგოგების აღიარება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება